თბილისი გალში მოსალოდნელ “გამოუსწორებელ შედეგებზე“ საუბრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 იანვარს განაცხადა, რომ გალის რაიონში დაძაბულობის ზრდამ, ადგილობრივი მოსახლეობის ხშირი გატაცებებისა და მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ფონზე “შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს“.
“აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გალის რაიონში ვითარება შემაშფოთებელ ხასიათს ღებულობს. იგი ვერ კონტროლდება იქ განლაგებული რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მიერ, რაც განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის ელემენტარული უფლებების სისტემატიურად დარღვევის შესაძლებლობებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მონაწილე ქვეყნებს გააქტიურონ ძალისხმევა გალის რაიონში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)