ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი: გაზსადენი ორ დღეში აღდგება
ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა თაიმურაზ მამსუროვმა განაცხადა, რომ დაზიანებული გაზსადენის აღდგენა „დაახლოებით ორ დღეში დასრულდება“, იტყობინება „ინტერფაქსი“.
„ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აღდგეს დაზიანებული გაზსადენი“, – განაცხადა მამსუროვმა.
24 იანვარს რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ აღდგენა მილიდან გაზის კონდენსატის დაღვრის გამო შეფერხებულია.
თუმცა, ქართულმა მხარემ ამ მიზეზის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)