სააკაშვილი ქვეყნის გაერთიანებაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე განაცხადა, რომ ეს ახალი გზა სოხუმში და ცხინვალში ჩადის.
“დღეს არის 2006 წლის 15 მარტი. 2011 წლის დასაწყისისთვის ეს [ახალი] გზა ჩვენ სოხუმში ჩაგვიყვანს; თუმცა, მე ბევრად ადრე ვაპირებ სოხუმში ჩასვლას… და 2008 წელს [მას შემდეგ, რაც ახალი გზა აშენდება] ის ჩვენ ცხინვალში ჩაგვიყვანს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, ახალი მაგისტრალური გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის შედეგად გახდა შესაძლებელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)