პრემიერ-მინისტრი ქართველ მეღვინეებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე 2 აპრილს ქართველ მეღვინეებს შეხვდნენ და რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილეს.


“მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ რუსეთის გადაწყვეტილება უკანონო, უსამართლო და არამეგობრული იყო… [ქართული ღვინის] ხარისხის სერტიფიკატი ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცნეს“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.


“მე მითხრეს, რომ გლეხები კახეთში დაბნეულები არიან, რადგანაც არ იციან რა გააკეთონ. მე ვეტყვი მათ, გააკეთეთ ის, რასაც აკეთებდით თქვენ და თქვენი წინაპრები საუკუნეების წინ. განაგრძეთ მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანა, რადგანაც ის აუცილებლად გაიყიდება“, – დასძინა მან.


კახა ბენდუქიძემ მოუწოდა ღვინის მწარმოებელ კომპანიებს დაიწყონ საქმიანობა თავიანთი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მიზნით.  


თუმცა, ღვინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ამ პროცესს წლები დასჭირდება და ისინი სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიიღებენ, თუ რუსეთი არ მოხსნის აკრძალვას ქართული ღვინის იმპორტზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)