სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკავეს
კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დღეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთთან ქართველმა სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის პირადი წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე კონტრაბანდული ტვირთის გადმოტანის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებული ამჟამად ერგნეთის საგუშაგოზე იმყოფება და მიმდინარეობს მისი დაკითხვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)