პოლიციამ გატაცებაში ეჭვმიტანილი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეციალურ დავალებათა მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 6 აპრილს დააკავეს მურმან ფაილოძე, რომელიც აშშ-ის მოქალაქის ალექსანდრე კრეინის გატაცებაშია ეჭვმიტანილი.


ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევან გურგენიძემ განაცხადა, რომ გატაცება 1.2 მილიონი აშშ დოლარის გამოძალვის მცდელობის მიზნით განხორციელდა. მან არ დააკონკრეტა გადაიხადა თუ არა აშშ–ს მოქალაქემ გამოსასყიდი თანხა.


გაზეთი “24 საათი” იტყობინება გურგენიძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ გატაცებასთან კავშირში შესაძლოა იყვნენ ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე (რომელიც 2001 წელს გადადგა) და კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი.


“24 საათის“ ცნობით, ფაილოძე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ახლობელია.

This post is also available in: English (ინგლისური)