რუსეთმა ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტი გადადო

დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ 12-13 აპრილს დაგეგმილი მისი ვიზიტი მოსკოვში, რომელიც რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის პრობლემებს უკავშირდებოდა, გადაიდო.


“რუსეთი ჯერ-ჯერობით უარს ამბობს მიღებაზე“, – აცხადებს ნოღაიდელი, თუმცა აქვე დასძენს, რომ იგი მოსკოვში ჩასვლას უახლოეს პერიოდში მაინც გეგმავს. 


“მე ვგეგმავ წასვლას [მოსკოვში]. ჩემი ვიზიტი გადაიდო იმიტომ, რომ  ჯერ-ჯერობით კონსულტაციები ჩატარებული არ არის და საფუძველი მომზადებული არ არის“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა 11 აპრილს ჟურნალისტებს.


ნოღაიდელის თქმით, უახლოეს დღეებში მოსკოვში სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრება, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)