პუტინსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა დაიწყო
დღეს დაახლოებით 23 საათზე სანკტ–პეტერბურგში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.
ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილზე დაახლოებით სამი საათით გვიან შედგა, ძირითადად კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული.
პრეზიდენტი სააკაშვილი პეტერბურგში 13 ივნისის საღამოს ჩავიდა, სადაც აეროპორტში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები დახვდნენ.
სააკაშვილი და პუტინი შეხვედრის გამართვის შესახებ 3 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შეთანხმდენენ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
სააკაშვილთან შეხვედრის დაწყების დაგვიანების მიზეზად პუტინის გადატვირთული გრაფიკი დასახელდა.
სანამ პუტინი სააკაშვილს მიიღებდა, რუსეთის პრეზიდენტმა 13 ივნისს მონაწილეობა მიიღო პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში და გამართა რამოდენიმე ორმხრივი შეხვედრა უცხოური კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე ფინეთის პრეზიდენტთან, ლატვიის და სერბეთის პრემიერ–მინისტრებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)