სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარგარიანი 7 ივლისს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა, რათა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე საქართველო-სომხეთის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ბათუმში გაიმართება.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ანდრანიკ მარგარიანი თავის ქართველ კოლეგას ზურაბ ნოღაიდელს შეხვდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)