სააკაშვილი: მინისტრთა კაბინეტში დრამატული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ივლისს განაცხადა, რომ “სტაბილურ“ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გარემოს დაცვის მოქმედი მინისტრის გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურას ის პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან ერთად იხილავს.


“მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – დასძინა მან.


პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ კაბინეტი ხელახლა იქნება დასამტკიცებელი, “დღევანდელი პოლიტკური გუნდი დარჩება“.


“მე არ ველოდები დრამატულ ცვლილებებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ერთი მინისტრის გათავისუფლებაც კი ავტომატურად გამოიწვევს მთელი კაბინეტის გადადგომას, რადგან ეს უკვე მეექვსე მინისტრი იქნება, რომელიც 2005 წლის თებერვალში დამტკიცებულ მინისტრთა კაბინეტში შეიცვლება. კანონის თანახმად, მთავრობის წევრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, მთელი კაბინეტის ფორმირება ხელახლა უნდა მოხდეს.  

This post is also available in: English (ინგლისური)