მსოფლიო ბანკი საქართველოში კორუფციის შემცირებაზე საუბრობს

მსოფლიო ბანკის მიერ 26 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2002-2005 წლებში საქართველოში კორუფციის დონე ყველაზე მეტად შემცირდა გარდამავალი ეკონომიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით.


მოხსენება სათაურით – ‘ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ გარდამავალ პერიოდში – ვინ აღწევს წარმატებას … და რატომ?’  –  ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კორუფციასთან დაკავშირებულ ტენდენციებს მიმოიხილავს.


“იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე შთამბეჭდავი პროგრესი დაფიქსირდა, არიან საქართველო და სლოვაკეთის რესპუბლიკა, სადაც უფლებამოსილი ლიდერები ახორციელებენ ძლიერ პროგრამას ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეფორმების კუთხით და ფესვგადგმული მექრთამეობა იქ მნიშვნელოვნად შემცირდა“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მოხსენებაში.


“ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებები 2002-2005 წლებში საქართველოში დაფიქსირდა, სადაც იმ კომპანიების პროცენტი, რომლებიც იტყობინებოდნენ, რომ ხშირი იყო მექრთამეობის შემთხვევები საგადასახადოს თანამშრომელთა შორის, ამ სამი წლის განმავლობაში 44%-იდან 11%-მდე დაეცა”.


მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ასევე “მნიშვნელოვანი გაუმჯობესება” დაფიქსირდა საბაჟოზე არსებული მექრთაომეობის კუთხითაც.


გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები აცხადებენ, რომ სამი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, მექრთამეობის კლება შეინიშნება რამდენიმე ქვეყნის სასამართლო სისტემაში, მათ შორის საქართველოში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)