მინისტრის მოადგილე რუსეთის ახალ ელჩს შეხვდა

დღეს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ვალერი ჩეჩელაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.


შეხვედრისას  საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ვიაჩესლავ კოვალენკომ ელჩის პოსტზე ვლადიმერ ჩხიკვიშვილი შეცვალა, რომელსაც როტაციის ვადა ივნისში ამოეწურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)