ნოღაიდელი სინგაპურში შეხვედრებს გამართავს
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სელაპან რამანათანთან, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პრეზიდენტთან.
პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში – “როგორ გავატაროთ რეფორმები 2007”, სადაც იგი საქართველოში გატარებული რეფორმებისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოზიტიური მხარეების შესახებ მოხსენებას გააკეთებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)