ფრანგული ბანკი Société Générale ბანკ რესპუბლიკის აქციებს ყიდულობს
ფრანგულმა ბანკმა Société Générale-მა 15 სექტემბერს ქართული ბანკი რესპუბლიკას აქციების 60% შესყიდვის შესახებ გამოაცხადა. გარიგების პირობების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საინფორმაციო სააგენტო AFX იტყობინებოდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ასევე შეისყიდა ბანკი რესპუბლიკას აქციების 10%.
ქართული ბანკის, რომლის კლიენტთა რაოდენობაც 74 000-ს შეადგენს, წმინდა შემოსავალმა 2005 წელს 7,1 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2006 წლის პირველ ნახევარში – 5,8 მილიონი ლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)