საქართველოს პრეზიდენტი კოდორში ჩასვლას გეგმავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სექტემბრის ბოლოს კოდორის ხეობაში გამგზავრებას გეგმავს, სადაც იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოინახულებს, აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.
კოდორში საქართველოს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ჩავა.
ასევე დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)