თარგამაძე “ჯაშუშების“ დაკავებაზე რუსეთის რეაქციის მნიშვნელობას აკნინებს
რუსეთს აღარ დარჩა “დიდი არეალი საპასუხო ქმედებებისთვის” საქართველოს წინააღმდეგ, განუცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძემ ტელეკომპანია “იმედს“ 28 სექტემბერს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ რუსეთი ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის დაპატიმრების საკითხის პოლიტიზირებას ახდენს.
“ჩვენ სუფთა კრიმინალთან გვაქვს საქმე, რადგანაც ჯაშუშობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ რუსეთი ამას პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს“, – განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, “არასწორია” რუსეთის გადაწყვეტილება გამოაცხადოს საქართველოდან თავისი მოქალაქეების “ნაწილობრივი ევაკუაცია“.
“ვფიქრობ, უფრო სწორი ნაბიჯი იქნებოდა კარგი ადვოკატების დაქირავება, რადგანაც მათ მოქალაქეებს ძალიან სერიოზული სასჯელი ელით“, – განაცხადა თარგამაძემ.
“რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავების გამოგზავნა [მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით] მხოლოდ კოსტუმირებული შოუა, რადგანაც ყველამ იცის, რომ საქართველოში საფრთხე არავის არ ემუქრება“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)