ოპოზიცია ეგზით პოლის შედეგებს არ ენდობა

ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა Business Consulting Group-ის (BCG) მიერ ჩატარებულ ეგზით პოლის შედეგებს, რომლის წინასწარ მონაცემებზეც დაყრდნობით პრეზიდენტმა სააკაშვილმა მმართველი პარტიის “დამაჯერებელ გამარჯვებაზე“ ისაუბრა.


ეგზით პოლის შედეგები, რომელიც BCG–მ გამოაქვეყნა მე არ მაინტერესებს“, – განუცხადა რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების  ბლოკის ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს.


მისი ბლოკი, BCG–ის მონაცემებით, მმართველი პარტიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა, 4%–ზე მეტი აიღეს ასევე ლეიბორისტებმა და მრეწველებმა, მაშინ როცა სალომე ზურაბიშვილის “საქართველოს გზა” საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩა.


“ეს ეგზით პოლები, რომელიც ჩატარდა, არის სამთავრობო ინსტიტუტების ხელში“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა “რუსთავი 2“–ს.


“ხელისუფლებამ და მის მიერ დაფინანსებულმა სოციოლოგიური კვლევის სამსახურმა თავი დაანებოს ხალხის ზომბირებას, ჩვენ ვიცით, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ აიღო პირველი ადგილი”, – განაცხადა ლეიბორისტმა პაატა ჯიბლაძემ.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)