სოხუმი ზემო აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს
სოხუმი არ ცნობს ზემო აფხაზეთში/კოდორის ხეობა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმურობას, განუცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა “ინტერფაქსს“ 6 ოქტომბერს.
“ზემო კოდორი ყოველთვის იყო, არის და იქნება აფხაზეთის ნაწილი, ამრიგად ნებისმიერი არჩევნები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იქ ჩაატარებს, კანონიერი ვერ იქნება“, – განაცხადა ბაღაფშმა.
მან ასევე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს შეასრულოს არსებული შეთანხმებები, “რომლებიც არ ითვალისწინებს ზემო კოდორის ხეობაში ქართული ჯარების ყოფნას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)