ჩიგოევა–ცაბოშვილს ე.წ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს
ცხინვალმა ქართულ-ოსური კავშირის, არასამთავრობო ორგანიზაცია “იბერ-ირონის“ ხელმძღვანელს მაია ჩიგოევა–ცაბოშვილს, რომელიც 12 ნოემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, უარი უთხრა კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, “საქართველოს მოქალაქეს“ ჩიგოევა–ცაბოშვილს უარი 2 მიზეზის გამო უთხრეს: ის არ არის ‘სამხრეთ ოსეთის’ მოქალაქე, როგორც ამას კანონი მოითხოვს და მან განაცხადი დაგვიანებით შეიტანა.
ამავე ცნობით, კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა 8 ოქტომბერს ამოიწურა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)