შსკ-ს სხდომა უშედეგოდ დასრულდა
“შსკ-ს სხდომის პირველი რაუნდის მსგავსად, რომელიც მოსკოვში გაიმართა, მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა და ამის მიზეზია ქართული მხარის ურყევი პოზიცია“, – განაცხადა რუსული მხარის წარმომადგენელმა შსკ-ში იური პოპოვმა.
მისი თქმით, თბილისი დაჟინებით მოითხოვს ოთხმხრივი ფორმატის შეცვლას და სანაცვლოდ სთავაზობს ორმხრივ ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებს ეუთოს ეგიდით და ევროკავშირის, აშშ-ს და რუსეთის მონაწილეობით.
“ჩვენ სხდომის დღის წესრიგის ვერც ერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით. ქართული მხარე აქტიურად ითხოვდა მოლაპარაკებების ფორმაცის შეცვლას“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა.
12-13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სხდომა მოსკოვში 17-18 აგვისტოს გამართული სხდომის გაგრძელება იყო. იმის გამო, რომ აგვისტოში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, სხდომის მეორე რაუნდის გამართვა გადაწყდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)