ნოღაიდელი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე კონფლიქტებზე ისაუბრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 27 ოქტომბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოვა სიტყვით, იტყობინება ეუთოს პრესსამსახური 24 ოქტომბერს.


პრემიერ-მინისტრი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ საქართველოს სამშვიდობო გეგმაზე გაამახვილებს ყურადღებას.  


ეს გეგმა პირველად ნოღაიდელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ზუსტად ერთი წლის წინ, 2005 წლის 27 ოქტომბერს წარადგინა. მას შემდეგ ამ გეგმის განხორციელებაში რაიმე წინსვლა არ დაფიქსირებულა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)