რუსეთი სამხრეთ ოსეთში გაზსადენის მშენებლობას იწყებს
27 ოქტომბერს დაიწყო გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს დაუკავშირებს, იტყობინებიან “რია ნოვოსტი“ და “იტარ-ტასსი“.
ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიას სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი და ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვიც დაესწრნენ.
163-კილომეტრიანი გაზსადენის ზოგიერთი მონაკვეთი ზღვის დონიდან 3 000 მეტრ სიმაღლეზე გაივლის.
ამჟამად, ცხინვალის რეგიონი გაზით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მარაგდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)