საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 7 ნოემბერს პარიზში  თავის ფრანგ კოლეგას ფილიპ დუსტ-ბლაზის შეხვდა, იტყობინებიან საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები.


საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების საკითხებზე იმსჯელეს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის მხარემ გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, აგრეთვე მხარი დაუჭირა საქართველოს ინტეგრაციას ეევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ევროკავშირის შემდგომ გააქტიურებას კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)