მსოფლიო კორუფციის რეიტინგში საქართველომ პროგრესს მიაღწია
მსოფლიოს ქვეყნებში კორუფციის გამოვლენის ინდექსის (CPI) 2006 წლის რეიტინგში, რომელიც Transparency International-მა გამოაქვეყნა, საქართველოს 99-ე ადგილი უკავია.
CPI არის შერეული ინდექსი, რომელიც ეყრდნობა 163 ქვეყნის სახელმწიფო სექტორში ჩატარებულ მრავალმხრივ ექსპერტულ შეფასებებს.
გასული წელს Transparency International-ის ანალოგიურ მოხსენებაში საქართველოს 159 სახელმწიფოს შორის 130-ე ადგილი ეკავა.
2006 წლის რეიტინგში მოლდოვას და სომხეთს, რომელთაც შესაბამისად 79-ე და 93-ე ადგილები უკავიათ, საუკეთესო რეიტინგი აქვთ დსთ-ს ქვეყნებს შორის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)