გაეროს მისია მოუწოდებს სოხუმს შეწყვიტოს საჰაერო წვრთნები
გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში მოუწოდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას შეწყვიტოს საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობას.
სამხედრო საჰაერო წვრთნები თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 6 ნოემბერს დაიწყო და დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვის ბოლომდე გასტანს.
“მისიამ მიმართა აფხაზეთის მხარეს შეწყვიტოს ქმედებები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ავიატრანსპორტის ნორმალურ ფუნქციონირებას“, – განაცხადა გაეროს დამკვირვებელთა მისიამ 7 ნოემბერს გავრცელებულ პრეს–რელიზში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)