ბენდუქიძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს “უსინდისოები“ უწოდა მას შემდეგ, რაც მათ ბენდუქიძის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს.
ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების წარმომადგენლებმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს საქართველოს მთავრობაში რუსეთის “დესანტი“ და მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის ლობისტი უწოდეს.
“ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები უსინდისო ხალხია… ჯობია, რომ დაირქვან არა მემარჯვენეები და რესპუბლიკელები, არამედ საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკთა) პარტია“, – განაცხადა დღეს კახა ბენდუქიძემ და დასძინა, რომ ამ ოპოზიციური პარტიების მსოფლმხედველობა მემარცხენე ორიენტაციისაკენ გადაიხარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)