თბილისში მაღალი კლასის კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება
თბილისის ცენტრში უახლოეს მომავალში სასტუმრო “ინტერკონტინენტალი“ გაიხსნება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერიც ესწრებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ინტერკონტინენტალის” გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის და ადასტურებს, რომ ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისათვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
ივლისში პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სასტუმრო “ჰაიატის“ პრეზენტაციაში, რომელიც ასევე თბილისში გაიხსნება.
“მე დავესწარი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს “ჰაიატის“ მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას. საქართველოში შემოსვლა მათ თქვენ დაგასწრეს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მათ მშენებლობის დასრულება დაასწროთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პრეზენტაციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)