ნოღაიდელი ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 12-13 ნოემბერს ბრიუსელს ეწვევა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროკომისარს საგარეო საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერს და ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში პიტერ მანდელსონს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)