კოკოითი ისევ დე ფაქტო პრეზიდენტია

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საბოლოო მონაცემებით ედუარდ კოკოითი მეორე ვადით იქნა არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტად ხმათა 98,1%–ით, მისმა კონკურენტებმა  12 ნოემბრის ე.წ არჩევნებზე ხმების ერთი პროცენტიც კი ვერ დააგროვეს, იტყობიენება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი. 


დე ფაქტო ცესკო–მ 14 ნოემბერს ასევე შეაჯამა რეფერენდუმის შედეგები, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 99,88%–მა დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე: “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთმა შეინარჩუნოს  თავის ამჟამინდელი სტატუსი დამოუკიდებელი სახელმწიფოსი და აღიარებული იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ?“


ევროკავშირმა, ნატომ, ეუთომ, ევროპის საბჭომ და აშშ–მ საჯაროდ დაგმეს 12 ნოემბერს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)