სსფ-ს მისია საქართველოს ეწვევა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია ჯონ ვეიკემან-ლინის ხელმძღვანელობით 2-12 დეკემბერს საქართველოს ეწვევა, იტყობინება სსფ-ს წარმომადგენლობა საქართველოში.
ვიზიტის მიზანია ეკონომიკური განვითარების საკითხის და სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმის პროგრამის განხილვა.
მისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, დეპუტატებთან, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)