თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები დაინიშნა

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2007 წლის 11 თებერვალს, ხოლო საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება. 


“აფსნიპრესის“ ცნობით, არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებულებებს აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უკვე მოაწერა ხელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)