“იტერამ“ ორ რაიონს გაზის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყვიტა
კომპანია “იტერა–საქართველომ“ დედოფლისწყაროს და ზესტაფონის რაიონებს დავალიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.
“იტერას“ მიმართ დედოფლისწყაროს დავალიანება 68 ათას ლარს, ხოლო ზესტაფონის – 94 ათასს ლარს შეადგენს.
“იტერა–საქართველოს“ წარმომადგენლის ვიტალი ლომიძის განცხადებით, დანარჩენ რაიონებს: მარნეულს, ხაშურს, თელავს და სიღნაღს დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ბუნებრივი აირის მიწოდება 26 დეკემბრიდან შეუწყდება.
მარნეულის დავალიანება 272 ათასს ლარია, ხაშურის – 132 ათასი, თელავის – 115 ათასი და სიღნაღის 51 ათასი ლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)