ცხინვალში შსკ–ს თანათავმჯდომარეების არაოფიციალური შეხვედრა იმართება

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ცხინვალში გაემგზავრა, სადაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების არაოფიციალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.


შეხვედრის ჩატარების ინიციატივით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბორის ჩოჩიევი გამოვიდა. 


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან ასევე საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)