რუსული ვიზების გაცემის განახლება იგეგმება, თუმცა უცნობია როდის

საქართველოში რუსეთის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი ივან ვოლინკინი ადასტურებს, რომ რუსეთის მხარე გეგმავს განაახლოს ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა უცნობია როდის.


“საელჩო მოსკოვის მითითებების მიხედვით მოქმედებს. და მოცემულ მომენტში საელჩოსთვის არაფერია ცნობილი იმაზე, რაზეც ბევრს საუბრობენ ადგილობრივ [ქართულ] პრესაში, თითქოს 12 იანვრიდან რუსეთის საკონსულო მთლიანად განაახლებს მუშაობას და დაიწყებს ვიზების გაცემას“, – განუცხადა 10 იანვარს “ინტერფაქსს“ ვოლინკინმა.


რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა გასული წლის 28 სექტემბრიდან, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე შეაჩერა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)