რაულ ხაჯიმბა უარყოფს “დაძაბულობას ეთნიკურ სომხებთან“

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კატეგორიულად უარყო ვარაუდები ხელისუფლებასა და ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას შორის დაძაბულობის შესახებ, იტყობინება “აფსნიპრესი” 24 იანვარს.


“აფხაზებსა და სომხებს შორის არ იქნება დაპირისპირება, რასაც ასე ელიან გარეშე ძალები“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ ხაჯიმბაზე დაყრდნობით.


ცოტა ხნის წინ ქართული მედია იტყობინებოდა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებასა და სომეხ დიასპორას შორის დაძაბულობა იზრდება 2007 წლის 4 მარტს თვითგამოცხადებულ რეგიონში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.


ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ დაძაბულობა ძირითადად განპირობებულია სომეხი მოსახლეობის სურვილით სამიდან ხუთამდე გაიზარდოს მისი კვოტა 35-კაციან პარლამენტში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)