სააკაშვილი: კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოზიცია არ შეიცვლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  საქართველო კონსტრუქციული დიალოგისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა და ამ თვალსაზრისით, პოზიციას არ შეცვლის.


“საქართველო მშვიდობიანი, კონსტრუქციული პროცესის მომხრეა… ვერავინ ვერ შეძლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებას. საჭიროა ქმედითი მექანიზმების შექმნა, რომელიც სიტუაციას გამოასწორებს. ამისკენ საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 24 იანვარს.


“ჩვენი ქვეყანა ვერ შეეგუება იმ სიტუაციას, როდესაც დღისით, მზისით, ყველას დასანახად ყველაზე უმთავრესი – ადამიანების უფლებები ირღვევა. დაბრუნდნენ [დევნილები] საკუთარ სახლებში, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში – ამ უფლებისათვის ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ჩოხატაურის რაიონში სტუმრობისას განუცხადა, სადაც ახალი სკოლა გახსნა. 23 იანვარს სააკაშვილმა ხულოს რაიონში რამდენიმე ახალი ობიექტი გახსნა, დღეს კი იგი სიღნაღს ეწვევა, სადაც ახალი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)