მმართველმა პატიამ ადგილობრივ დონეზე საკადრო ცვლილებები განახორციელა
რამდენიმე რაიონის გამგებლებმა და ადგილობრივი საკრებულოების თავმჯდომარეებმა ”ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის საფუძველზე თანამდებობები დატოვეს. მმართველმა პარტიამ ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა, იტყობინება ქართული მედია 29 იანვარს.
თანამდებობა ასევე დატოვა ქუთაისის მერმა ბიქტორ ბალანჩივაძემ.
”მერმა გაითვალისწინა პრეზიდენტის პოზიცია და ასევე მმართველი პარტიის პოზიცია და მიიღო ეს სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა აკაკი ბობოხიძემ.
მმართველი პარტიის აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერი მუნიციპალიტეტისთვის 48 000 აშშ დოლარის ღირებულების მანქანის შეძენის გამო გააკრიტიკეს.
29 იანვარს თანამდებობები ასევე დატოვეს თელავის, ონის, წყალტუბოს, ხონის და სამტრედიის ახლადარჩეული საკრებულოების თავმჯდომარეებმა.
2006 წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგად ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საკრებულოში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა.
27 იანვარს პარტიის აქტივისტებთან და რეგიონების გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადგლობრივი წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენებას აქვს ადგილი.
მან პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს დაავალა მოამზადოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების სულ ცოტა 50%-ის სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)