ონიშენკო თბილისიდან წინადადებებს ელის

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშნეკოს განცხადებით, რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყების იმპორტის განახლებაზე წინადადებები ქართული მხარისაგან არ მიუღია.


”თუ იქნება მომართვა, ჩვენ მას განვიხილავთ. პირველ რიგში ეს ეხება ”ბორჯომის” წყალს”, – განაცხადა ონიშენკომ 12 თებერვალს ”ინტერფაქსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი რეკომენდაციით ქართულ ღვინისა და მინერალურ წყლების იმპორტი რუსეთში გასული წლის გაზაფხულზე პროდუქციის უხარისხობის მოტივით აიკრძალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)