ჩოჩიევი: შსკ-ს არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმება არ არის მიღწეული
შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) არაფორმალური შეხვედრის ჩატარების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რადგანაც თბილისს ჯერ არ დაუდასტურებია მზადყოფნა ცხინვალის მიერ წამოყენებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, განაცხადა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა კომისიაში ბორის ჩოჩიევმა შსკ-ს თანათავმჯდომარეების და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის სახელზე გაგზავნილ წერილში, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 21 თებერვალს.
სამხრეთ ოსეთის მხარემ 14 თებერვალს განაცხადა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას სტამბოლში შსკ-ს არაფორმალურ შეხვედრაში, თუ ამ შეხვედრაზე მხარეები შსკ-ს პლენარული სხდომის თარიღს, ადგილს და დღის წესრიგს განიხილავენ. ქართულს მხარეს სურს, რომ გაიმართოს ”საინფორმაციო სხდომა” და თავს იკავებს პლენარულ სხდომაში მონაწილეობისგან.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე 20 ცხინვალს ესტუმრა და ეს საკითხი სამხრეთ ოსეთის მხარესთან განიხილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)