ლიახვის ხეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 6 მლნ ლარია გამოყოფილი

ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარია გამოყოფილი დიდი ლიახვის ხეობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. 
 
”ამ თანხებით უნდა გაკეთდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობა და ა.შ. ეს არის საკმარისი, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა იმისთვის, რომ ჩვენ ადგილზე შევქმნათ მაღალი დონის საცხოვრებელი პირობები”, – განაცხადა 21 თებერვალს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ლექსო ალექსიშვილმა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)