აფხაზეთში ქართველი აქტივისტები დააკავეს
აფხაზმა სამართალდამცავებმა 1 მარტს სამი ქართველი ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს, იტყობინებიან აფხაზური წყაროები.
ქართული მხარის ცნობით, სამივე ახალგაზრდა მოძრაობა ”ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრი და გალის რაიონის მკვიდრია. ისინი გალში დაბრუნებისას დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ზუგდიდის რაიონში ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს.
დაპატიმრებას ნახევარსაათიანი სროლა მოყვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და აფხაზ მილიციელებს შორის.
აფხაზური წყაროების ცნობით, სამი აქტივისტი აფხაზეთში გაგზავნილი იქნენ გალელი ქართველების დასარწმუნებლად, რათა მათ ბოიკოტი გამოეცხადებინათ 4 მარტს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ქართული წყაროებიც ადასტურებენ, რომ ჯგუფი სახელმწიფოდებით ”ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის” მართლაც აწარმოებს ბოიკოტის მხარდამჭერ კამპანიას, თუმცა ამ კამპანიას გალის რაიონის მკვიდრი აქტივისტები ახორციელებენ.
ჯგუფი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მოქმედებს, ბოლო თვეებში ამოქმედდა და ენგურის ხიდთან რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართა.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ჯგუფსა და ორგანიზაცია ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” შორის. ამ უკანასკნელმა, რომელიც ასევე გალის რაიონში მოქმედებს, პასუხისმგებლობა აიღო გალში იმ ქართველების სახლების გადაწვაზე, რომლებიც აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)