სეპარატისტი პარლამენტარები მოსკოვში შეიკრიბნენ
დღეს, მოსკოვში თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის საპარლამენტო ასამბლეის მეორე სხდომა გაიმართა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასსი”.
სხდომაზე მხარეებმა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და დსთ-ს მიმართეს თხოვნით არ დაუშვან ”სისხლისღვრა რესპუბლიკებში და ხელი შეუწყონ მშვიდობის გამყარებას”, იუწყება ”იტარ-ტასსი” 9 აპრილს.
ე.წ საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ შეთანხმებას თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა გასული წლის სექტემბერში მოაწერეს ხელი. ასამბლეის შტაბბინა მოსკოვშია განთავსებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)