ბურჯანაძე საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 14 ივნისს პარიზში საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს კრისტიან პონსლეს შეხვდა.
”იმ ახალ ფონზე, რომელიც შეიქმნა[საქართველოს და საფრანგეთის] პრეზიდენტების შეხვედრის დროს, ვისაუბრეთ საფრანგეთის და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ გაღრმავებასა და ინტენსიფიკაციაზე,” – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკოლა სარკოზის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა პარიზში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)