ცსკ-ს თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოცხადდა

ცენტარლური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის შესარჩევი ღია კონკურისის შესახებ განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა 10 სექტემბერს მოაწერა ხელი.


ცსკ-ს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისი ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა. მისი წარდგინება ახალ თანამდებობაზე 11 სექტემბერს მოხდა.


ბრძანებულების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 25 წლის ზევით, რომელიც უნდა იყოს უპარტიო და საარჩევნო მოხელის სერთიფიკატის მქონე პირი.  


საკონკურსო საბუთების მიღება კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღის განმავლობაში იწარმოებს, რის შემდეგაც პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს შერჩეულ კანდიდატურებს დასამტკიცებლად.  

გავრცელებული ინფორმაციით, ცსკ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი მოიაზრება, რომელმაც ცსკ-ს აგვისტოს დასაწყისში მიმართა განაცხადით სერთიფიცირების კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, რომელიც 14-15 სექტემბერს ჩატარდება.

იმავდროულად, გამოცხადდა ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 5 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, განაცხადა 11 სექტემბერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)