ლომაია: ოპოზიციის შანტაჟი მიუღებელია
ოპოზიციასთან დიალოგის და დათმობების საშუალება არსებობს, მაგრამ ის შეუძლებელი ხდება ოპოზიციის “მცდელობების გამო დააშანტაჟოს ხელისუფლება,” – განაცხადა 3 ნოემბერს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, ლომაიამ განაცხადა: ”ჩვენმა ოპონენტებმა უარი უნდა თქვან ხელისუფლების დაშანტაჟების მცდელობებზე… ჩვენი ჩრდილოელი მეზობლი ქვეყნის დედაქალაქში დადგმული შანტაჟები არ გამოვა”.
მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური მოთხოვნები არ ასახავს საზოგადოების მოთხოვნებს.
”ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც არ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აპირებენ ისინი სოციალური პრობლემების მოგვარებას. მათი ლოზუნგია – საქართველო პრეზიდენტის გარეშე,” – განაცხადა ლომაიამ, ”რას ნიშნავს ეს ლოზუნგი? ეს ნიშნავს სუსტ საქართველოს, რომელსაც არ შეუძლია გამოწვევებთან გამკვლავება… ეს არის კრემლის ოცნება; ეს არის კრემლის ხაფანგი”.
მან აღნიშნა, რომ საზოგადოების უკმაყოფილება სოციალური პრობლემების გამო ”სამართლიანი და ბუნებრივია”.
“პრეზიდენტ სააკაშვილს ეს ქვეყანა ერგო სამ ნაწილად გახლეჩილი [ის სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს გულისხმობდა]. მთავრობამ ინსტიტუციონალური რეფორმები დაიწყო. ამ რეფორმების შედეგად და ეს ბუნებრივია, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი გაჩნდა”.
ლომაიას ინტერვიუ “რუსთავი 2”-თან პარალელურად ტელეკომპანია “იმედიც” გადაცემდა. ”ჩვენ იძულებულნი ვიყავით ამ ინტერვიუს ტრასლიაცია მოგვეხდინა რადგანაც, ჩვენი უამრავი თხოვნის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები უარს აცხადებენ ტელეკომპანია ”იმედთან” ინტერვიუზე.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)