რესპუბლიკელების შვიდი აქტივისტი დააკავეს

გუშინ ღამით საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა რესპუბლიკელების შვიდი აქტივისტი მაშინ დააკავა, როცა ისინი თბილისის ცენტრში აკეთებდნენ წარწერებს: ”გახსოვდეთ 7 ნოემბერი”, დღე, როცა პოლიციამ ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაშალა.


დაკავებულებს დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ედებათ ბრალი. ამჟამად, თბილისის ადმინისტრაციული სასამართლო მათ საქმეს განიხილავს.

რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აქტივისტებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.