ზურაბიშვილი ბურჯანაძეს “იმედთან” დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს აქვს შანსი გამოხატოს თავისი მიდგომა დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და დაეხმაროს ტელეკომპანია “იმედს” მაუწყებლობის აღდგენის საქმეში, განაცხადა “საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 27 ნოემბერს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ბურჯანაძეს ახლა მეტი ბერკეტები აქვს ამ საკითხის მოსაგვარებლად.
“ბურჯანაძეს კარგი შანსი აქვს დაანახოს მსოფლიოს, რომ მან მართლაც იცის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია. ამ მხრივ დასავლეთს დიდი მოლოდინები აქვს მის მიმართ,” – განაცხადა მან.
ზურაბიშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა ლევალ გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
ზურაბიშვილი თავისი ევროპული ტურნედან თბილისში 27 ნოემბერს დაბრუნდა. მისი თქმით, საქართველოს ევროპელი პარტნიონები ”განაცვიფრა” საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, 7 ნოემბერს პოლიციის მიერ აქციის დაშლამ და ტელეკომპანია “იმედის” დაარბევამ.
იმავდროულად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 27 ნოემბერს ლევან გაჩეჩილაძე ოფიციალურად წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად. ცერემონია მთაწმინდის პანთეონში, ილია ჭავჭავაძის საფლავთან გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)