ლეიბორისტები ”კავკასიას” მიკერძოებაში ადანაშაულებენ

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, რომელთა საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილია, ოპოზიციურ არხს ”კავკასიას” ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის გამოკვეთილ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.


ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ”კავკასია” გადაიქცა ”კონკრეტული პოლიტიკური ძალის ოფისად”.


”უფრო მეტიც, გუშინ საღამოს წამყვანმა ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატზე გამოაცხადა 90%-იანი რეიტინგი მოსახლეობაში, რაც სცილდება დღემდე გაკეთებული გაყალბებული გამოკითხვების ყველა ზნეობრივად დასაშვებ ზღვარს,”- განაცხადა ძაგანიამ.


მას მხედველობაში ჰყავდა ”კავკასიის” პოლიტიკური გადაცემის წამყვანის დავით აქუბარდიას განცხადება, რომელიც ყოველ საღამოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მასპინძლობს თავის თოქ-შოუში.

ამ გადაცემაში ასევე ხშირად სტუმრობდნენ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ოპოზიციურ კოალიციას შალვა ნათელაშვილის კანდიდატად დასახელების შემდეგ გაემიჯნენ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)