ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი შეიცვალა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ნოკოლოზ ჯანჯღავა დავით აფციაურმა შეცვალა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
გვარდიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი იყო აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში, მანამდე კი საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ერაყში.
საკადრო ცვლილების მიზეზები უცნობია. ჯანჯღავა, რომელიც გვარდიის უფროსად იანვარში დაინიშნა, რეზერვისტთა სავალდებულო მომზადების პროგრამას ხელმძღვანელობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)