სოციალური პროგრამების დაფინანსება 400 მლნ ლარით გაიზრდება – გურგენიძე
ხარჯები სოციალური პროგრამებისთვის მომავალ წელს ”დაახლოებით 400 მილიონი ლარით” გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 17 დეკემბერს.
13 დეკემბერს გურგენიძემ განაცხადა, რომ დამატებითი 300 მილიონი ლარი დაიხარჯება ”მთავრობის ახალ სოციალურ ინიციატივებზე”, რაც სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
”საქართველო სიღარიბის გარეშე” მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი დევიზია. მთავრობა ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების მოგვარებას, განსაკუთრებით 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ.
მთავრობამ პარლამენტს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებული პროექტი უნდა წარუდგინოს, რომელიც პრემიერ-მინისტრის თქმით, უფრო სოციალურად ორიენტირებული იქნება.
17 დეკემბერს ლადო გურგენიძემ ასევე განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა Primetime-ში საუბრისას, რომ 2007 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)